|
2018-12-04 11:03:54, 1260 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ისტორიული ამოცანაა, რომელსაც საზოგადოება ითხოვს
„თურმე ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციასთან ილაპარაკოს საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ელენე ხოშტარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. „აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე. საზოგადოებისგან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი არის განწყობილი საპროტესტოდ და ეს სიგნალი მათ მისცა საზოგადოებამ, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით. მათ ვერ გაიგეს, რომ ყველა მინუს „ქართული ოცნება“ ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებს და ისეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილებას, სადაც ვერავინ იქნება შეუზღუდავი უკონტროლო და მითუმეტეს ერთი ადამიანის სურვილით მოქმედი პოლიტიკური ძალა. დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის არა რომელიმე ერთი პარტიის ინტერესში, არამედ, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ამოცანა, რომელსაც ითხოვს საზოგადოება, რომ არც ერთი ხელისუფლება ასეთი არასწორი და უკონტროლო ბერკეტებით ხელისუფლებაში არ მოვიდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)