|
2018-12-03 16:49:08, 1812 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართა
საქართველოს ბანკმა, ღია ბანკინგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შიდა ჰაკათონი გამართა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური სერვისების სფეროში ახალი, ინოვაციური, ტექნოლოგიურ იდეებზე დაფუძნებული სერვისების შექმნას. ჰაკათონი მთლიანად დაეთმო ფინტექის კონკრეტულ მიმართულებას-მობილბანკის თემატიკას. კერძოდ კი, mBank-ის ფუნქციონალის გაუმჯობესებას. ჰაკათონში მონაწილეობისთვის საკმარისი იყო მონაწილეებს ჰქონოდათ იდეა მარტივი პროტოტიპის შესაქმნელად. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარმა 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით. „საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების საკუთარი პროგრამა BOG Fintech შექმნა. მოხარული ვარ, რომ BOG Fintech პროგრამის ფარგლებში ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მათი იდეები მუშა პროტოტიპების სახით და საბოლოოდ - მიეღოთ შესაძლებლობა თავად განავითარონ საუკეთესო იდეები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვახტანგ ბობოხიძემ. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის დასასრულს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ფულადი ჯილდო - 5 000 ლარი გადაეცა. ამასთან, მათ მიეცათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ.
(R)
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)