|
2018-12-02 17:48:43, 1228 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: მთავარი ამოცანაა, რომ ლეგალური საშუალებები გამოვიყენოთ პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის
„ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი ამოცანაა, რომ ყველა შესაძლო ლეგალური საშუალება გამოვიყენოთ პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის ახლა და არა 2024 წელს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. გიგი უგულავა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის პარლამენტთან გამართულ აქციას დაესწრო. „თუ ჩვენ გვინდა, რომ შვილმკვდარი მშობლები ქუჩაში არ ეძებდნენ სამართალს, თუ ჩვენ გვინდა, რომ არ გვყავდეს გათავხედებული ჩინოვნიკები, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკაზე ზრუნავდეს და არა ერთი კაცის მსახურებაზე ხელისუფლება, თუ ჩვენ გვინდა, რომ პენსიონერმა ამოისუნთქოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ფარცხალაძეები არ დაჯლიგინებდნენ და არ ატერორებდნენ ვინმეს ამისთვის აუცილებელია პროპორციული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი აი ამ კრიზისიდან და განვითარებაზე გადასვლის ერთადერთი შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად ყველა ლეგალური საშუალება იმისათვის რომ ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ მათ შორის მისთვისაც აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე ეხლა გადასვლა და არა 2024 წელს როდესაც ამას ქართული ოცნება გვეუბნება. 2024 წლამდე ეს სისტემა მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს. „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი ამოცანა არის, ყველა შესაძლო აქცია იქნება, საერთაშორისო თუ შიდა მექანიზმები. დისკუსია, შეგონება გამოვიყენოთ, რომ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე რაც არის მთავარი დღის წესრიგის საკითხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)