|
2018-12-02 16:23:49, 1284 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები
„როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას ვხედავდე“, - ამ სიტყვებით მიმართა ვიდეოჩართვისას გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დანებდნენ და საკუთარი ხმების დასაცავად ბოლომდე იბრძოლონ. „მინდა მივესალმო ჩვენი ბრძოლის ვეტერანებს და იმ წარმოუდგენელი რაოდენობის ახალგაზრდობას, რომელიც მოვიდა აქ. ძალიან მაგრები ხართ, რომ ასე ერთად შეიკრიბეთ. მინდა მივესალმო ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, გრიგოლ ვაშაძეს, რმელიც ჩამოყალიბდა ძალიან მაგარ ლიდერად, ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი დაიბადა საქართველოში ისტორიული მასშტაბით, ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს. ჩვენ ადრე ვლაპარაკბდით სესაძლო კატასტროფაზე, კატასტროფა უკვე დადგა ს კატასტროფა დადგა, რადგან არჩევნების ინსტიტუტი გაუქმდა. ჩვენ აღარაფერს მოვითმენთ. დღეს დავანახეთ, რომ ვიბრძოლებთ მშვიდად და სამართლიანად. არასდროს დავიხევთ უკან. ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით და ოლიგარქის ხელისუფლების შეცვლით დასრულდება. ამ ბრძოლაში თქვენი თანასწორი ვარ. მაგრამ მინდა იცოდეთ, როგორც კი დამიძახებთ, ფიზიკურად თქვენს გვერდით გავჩნდები. მირჩევნია გავქრე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გაჭირვებას ვხედავდე. ჩვენ არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)