|
2018-12-02 16:04:49, 1222 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს
გაერთიანებული ოპოზოცია „ძალა ერთობაშია“ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. „ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს ე.წ. ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი იურისტები ამზადებენ სარჩელს, რომელსაც შვიტანთ სასამართლოში და მოვითხოვთ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად იქნას ცნობილი. აგრეთვე უნდა ჩატარდეს გამოძიება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე ათასობით ადამიანი შეკრებილი. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)