|
2018-12-02 15:49:39, 1297 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: სალომე ზურაბიშვილი არ გახდება ჩვენი პრეზიდენტი!
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, აუცილებელია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციები სისტემატიურ სახეს მიიღებს. მისივე შეფასებით, არჩევნების მეორე ტური მასობრივი გაყალბებების ფონზე ჩატარდა. "საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა მასობრივი გაყალბები, არ გამოტოვეს არცერთი ფენა, პენსიონერებს ემქურებოდნენ, რომ პენსიებს აღარ მისცემდნენ, სოც.დაუცლეველს აშინებდნენ იმით, რომ დამხარებას მოუხსნინდენ, ე.წ. ძველი ბიჭები ახალგაზრდებს არ აძლევდნენ საშუალბას საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინათ, სალომე ზურაბიშვილი არ იქნება ჩვენი პრეზიდენი, ბიძინა ივანიშვილს, არ მივცემთ ზურბიშვილი დაასაქმოს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკამყოფილდება, არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მასობრივი აქციები დაიწყება", - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ათასობით ადამიანი შეკრებილი. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)