|
2018-11-30 16:33:52, 2577 ნახვა
ეკონომიკა
ჩიქოვანი: ეკონომიკური ზრდა პოზიტიური გზავნილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდამ 6,7 პროცენტით რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, რომელთა შორის ერთ-ერთი ცენტრალურია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საგადასახადო - საბაჟო კანონმდებლობის დახვეწისა და მათი უფრო მეტად ლიბერალიზაციის მიმართულებით. ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში შემოსავლების ზრდა ტურიზმის სექტორიდან, რომელმაც 14,1 პროცენტი შეადგინა; ასევე რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის ზრდა 13,9 პროცენტით; საგარეო ვაჭრობის კუთხით გაუმჯობესება, კერძოდ, ექსპორტის ზრდა 15 პროცენტით. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები მიმართულია საგარეო ფაქტორებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის და რეზისტენტობის გაზრდისკენ, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდაც უფრო იწვევს ხელს უწყობს ამ რეზისტენტობას და მდგრადობას. „2018 წლის 10 თვის მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის 5 პროცენტია, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა არის სტაბილურად მზარდი. აღნიშნული ტრენდი ჩვენ ძალიან გვეხმარება საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში, რადგან მათ ინტერესშია თანამშრომლობა ისეთ ქვეყანასთან, რომლის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისკენ“, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა. ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეკონომიკის ზრდა დივერსიფიცირებულია, ამასთან, სექტორებში, სადაც წინა თვეებში იყო ზრდის ნელი ტემპი ან ჩავარდნა, შესაძლებელი გახდა მეტი ინვესტიციის მოზიდვა და ამით ეკონომიკური ზრდის ტემპზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.
(NS)
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)