|
2018-11-29 21:44:20, 1252 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: სანამ რუსეთი ასე იქცევა, არ მგონია, რომ ჩვენ მასთან თანამშრომლობას შევძლებთ
მგონია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების ფაქტი ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი დიალოგის არსებობას გამორიცხავს, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს პროდასავლური და პროევროპული კურსი არჩეული და ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა ამ მიმართულებით განვითარდეს. მისივე შეფასებით, რუსეთის ბოლო ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში ცხადჰყოფს, იმას, რომ თანამშრომლობა ახლო მომავალში ვერ შედგება. "იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზზე, სადაც ხალხს იტაცებენ და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოდის, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობაზე გადავიდეთ. ბალანსი საჭიროა არ არის. ჩვენ დასავლეთი ვართ, ჩვენ ევროპა ვართ და პროევროპელები. თუ დასავლეთი, ევროდა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები რუსეთთან რაიმე სახის ფორმატში დიალოგს დაიწყებენ, ჩვენ გვერდზე არ დავრჩებით. ამ დიალოგს თვალს ვადევნებთ, იმისათვის, რომ ჩვენ პრიცნიპებს, ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცენ. როდესაც მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებას პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან იმისათვის, რომ მოსკოვს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაეყვანა, მაშინ სულ სხვა პუტინთან გვქონდა საქმე, რადგან რუსეთი ჯარის გაყვანაზე დაგვთანხმდა. არ მგონია, რომ დღევანდელ რეალობაში პუტინი იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმის მიუხედავად, რომ ჩემი დიპლომატიური შესაძლებლობები არ შეცვლილა. მგონია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების ფაქტი ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი დიალოგის არსებობას გამორიცხავს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენს დასავლელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობა. იმ მოცემულობაში, რომელიც დღეს არსებობს და რუსეთის აგრესიის ფონზე მარტო არ უნდა დავრჩეთ. სამომალოდ დიალო უნდა შედგეს, მაგრამ ჩვენი პარტნიორების ხელმძღვანელობით. ჩემი მინისტრობის დროს მუდმივ კონსულტაციებს ვმართავდი ევროკავშირთან. ეს საქართველოს მკაფიო პოზიციაა: ჩვენ ვერ მოგვატყუებენ და მე არ ვიქნები ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სისულელებს გააკეთებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)