|
2018-11-29 14:08:08, 1064 ნახვა
პოლიტიკა
კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგი აღდგება
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგი აღდგება, - ამის შესახებ Tass იუწყება. როგორც კოსაჩოვმა აღნიშნა, არჩევნების შედეგები ზომიერად დადებითია, თუმცა ის საქართველოში დაპირისპირებას არ გამორიცხავს. პოლიტიკოსი აკონკრეტებს, რომ დაპირისპირება შეიძლება ქუჩის ფორმატში გაგრძელდეს. "არ ველოდები მკაფიო ცვლილებებს რუსული მიმართულებით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდნილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, ვიმედოვნებ, რომ დიალოგის სივრცე სულ მცირე არ შემცირდება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ეს სივრცე გაიზარდოს. დიალოგი ახლა ნამდვილად ორივე ქვეყნის, მოსახლეობის, ბიზნესის და ზოგადად მტელი რეგიონის ინტერესებშია. შეიძლება ჩავთვალოთ არჩევნების შედეგი ზომიერად პოზიტიური. ამაზე უარი ნამდვილად არ იქნება", - განაცხადა კოსაჩოვმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)