|
2018-11-28 22:16:28, 1108 ნახვა
პოლიტიკა
Gallup International-ის ეგზიტპოლის შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმათა 57% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 43%
Gallup-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს ამომრჩეველთა 57%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 43%-მა. კვლევა ტელეკომპანია „იმედის“-ის დაკვეთით ჩატარდა. მასში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 10 204-მა რესპოდენტმა მიიღო. სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა. Edison research-ის პირველადი მონაცემებით, არჩევნებში ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ვაშაძეს 45%-მა. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ხოლო საზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. ცესკომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაინიშნა. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს აშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. შეგახსენებთ, მოქალაქეებმა დღეს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩიეს, რადგან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით კი, არჩევა ამიერიდან არაპირდაპირი წესით მოხდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)