|
2018-11-28 17:01:57, 1729 ნახვა
კომენტარი
გახარია: ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში გაკეთდეს არჩევანი, საპოლიციო ძალები ამის ფარგლებში გადაადგილდებიან
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სპეციალური ტექნიკის მობილიზების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა განმარტა, პოლიციის გადაადგილებაში განსაკუთრებული არაფერია და ასეც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის მარნეულში, პოლიციის სპეცტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით. „ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც იღებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას. თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მაგალითად, მიკროფონი, კამერა, ზუსტად ასე, პოლიციას აქვს თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც, ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება. არაფერი აქ უჩვეულო არ არის. ჩვენ წინა არჩევნებზეც, პირველ ტურშიც და ახლაც, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გადაადგილებას გააგრძელებენ საღამოსაც. მთავარია, რომ ამ დღემ, ისევე როგორც წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, ჩაიაროს მშვიდ გარემოში, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია. პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს თავის მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ყველა სახის გამოწვევას რაც შეიძლება იყოს", -განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)