|
2018-11-28 13:56:34, 1280 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის მმართველობა სრულდება - საარჩევნო უბნებისკენ ჰერი, ჰერი [ვიდეო]
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებიტ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, იძინა ივანიშვილის მმართველობა სრულდება. „ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პირობებში, როცა ბიძინა იავნიშვილი და მისი ბანდა ცდილობს ამ მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოჰყავთ ხალხი, ჩვენც, ყველანი ორგანიზებულად, მშვიდად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან, გადავურეკოთ ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას. მაქვს მონაცემები ერთი გადასატანი ყუთის აჭარაში, ბათუმში და 28 ბიულეტენიდან 3 არის მიცემული ივანიშვილზე და 25 მიცემულია ერთიანი ოპოზიციის კანდიდატისთვის. ეს ნიშანდობლივია. პირველ ტურზეც პირველი ნიშნები იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებით. საარჩევნო ყუთთან ვრჩებით მარტო და ვერავინ ჩვენს ნებას ვერ გააკონტროლებს. ივაიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს ვერ იზამს. საარჩევნო უბნებთან ჰერი, ჰერი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)