|
2018-11-28 13:25:00, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: მარნეულის 21-ე უბანზე ბიულტინები გარეთაა გამოტანილი - ყალბი პირადობით, ხმის მიცემის მცდელობაც იყო
„ქართული ოცნება" იყენებს ყველა ხერხს და მეთოდს, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნებამდე, გაყალბების კუთხით“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დარღვევები რეგიონებშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, მარნეულში საარჩევნო ბიულეტენები გარეთაა გამოტანილი. ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველია. „ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო თვალსაზრისით, არჩევნებს ვატარებთ თუ რა ხდება საერთოდ ქვეყანაში?! არანაირი კანონის ნორმის დაცვა არ ხდება და სრული ბუკეტი გვაქვს იმ კატასტროფების, რასაც ვამბობდით. არ გამოგივათ იცოდეთ ამ დარღვევების ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავაფიქსირეთ ყალბი პირადობის მოწმობები დავით შენგელიასა და ზურაბ ჩაკვეტაძის სახელით. ზურაბ ჩაკვეტაძე რეგისტრირებულია ყიფშიძის ნომერ 5-ა-ში, მათი სურათები სხვა არის საარჩევნო სიაში, პირადობა უჭირავთ ხელში სხვა სურათით. იგივე ხდება ქუთაისში, პლანშეტებში, რომელიც საარჩევნო კომისიამ დაარიგა სურათებს არ აჩვენებს, რითიც ხდება ადამიანების გადამოწმება. მარნეულის 21-ე უბანზე ბიულეტენები არის გარეთ გამოტანილი და ყველას თვალწინ ახდენენ ხელმოწერას გარეთ ძალით, ახაზინებენ მათთვის სასურველ კანდიდატს და კონვერტში იქვე დებენ. რა დავარქვათ ამას, არჩევნებია ესაა?! ეს არის სრული კატასტროფა. ყვარლის მე-8 უბანზე, სოფელ ახალსოფელში წინასწარ აქვს ბეჭედი დასმული ბიულეტენს. გაყალბებისთვისაა გამზადებული ბიულტენები“, - განაცხადა ვაშაძემ
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)