|
2018-11-28 13:13:43, 1086 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ სხვადახვა საარჩევნო უბანში რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაადასტურა - ვიდეო
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ სხვადახვა საარჩევნო უბანში რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაადასტურა. მისი თქმით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. მათი ნაწილი ადგილზევე აღმოფხვრა, ხოლო დანარჩენ ხარვეზებზე საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება გახლავთ მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა, რაც დაფიქსირდა რუსთავის ოლქში, 2 შემთხვევაში. კანონდმებლობის თანახმად, ამომრჩეველს აქვს უფლება ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ისნის #52-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც დამკვირვებელმა გადაამეტა მის უფლებამოსილებას, დამკვირვებელს მიეცა გაფრთხილება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებელი არ დაემორჩილა კომისიის თავმჯდომარის მითითებას, მას სთხოვეს დაეტოვებინა საარჩევნო უბანი. ტყიბულში, სოფელ საწირეში #13-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ხმა მისცა ვადაგასული პირადობის მოწმობით. დაწერილია საჩივარი და საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. „ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)