|
2018-11-27 17:17:05, 1128 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი NGO-ებს: მენტალობა, რომ თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას, მტერი ხარ, ტოტალიტარული აზროვნების წინაპირობაა
საქართველოს პრეზიდენტმა , გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ობიექტური შეფასებებისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც პოლიტიკოსებისგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის. „დღეს, არჩევნების წინა დღეს, მე გადავწყვიტე შეგხვდეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებით უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჩვენი დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით - არჩევნებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ვალდებულების შესრულებისთვის, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე გაქვთ აღებული. ეს მადლობა გეხებათ პირადად თქვენ როგორც მესამე სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებენ ამ საქმიანობას. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რაც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, რომ შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით, ხდება თქვენზე შეტევა. მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა და გადაცდომის შესახებ, მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნებისა. მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ თქვენი მოღვაწეობისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებები მოისმინა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)