|
2018-11-27 16:44:48, 3212 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირში მოგზაურობის მსურველებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასულ ვიზიტორებს საზღვარზე სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ინიციატივის ფარგლებში სტუმრებს მესაზღვრის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი პროგრამა შეამოწმებს. ანიმაციური კიბერ მესაზღვრე ვიზიტორებს პასპორტს, ვიზას და სხვა დოკუმენტებს შეუმოწმებს. გარდა ამისა, ის რამდენიმე შეკითხვას დაუსვამს, მაგალითად - რა გადააქვთ ჩანთით და რა არის მათი ვიზიტის მიზანი. სპეციალური პროგრამის საშუალებით კიბერ მესაზღვრე დაადგენს, იტყუება თუ არა მგზავრი. ამის შემდეგ პროგრამა პასუხებს გააანალიზებს და გასცემს ნებართვას ან უარს ეტყვის ქვეყანაში შესვლაზე.. თუ მოქალაქემ სიცრუის დეტექტორზე შემოწმება წარმატებით გაიარა, მას მესაზღვრეები აღარ შეამოწმებენ. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში პირს დამატებითი შემოწმების გავლა მოუწევს. მედიის ცნობით, 2019 წელს ასეთი ტიპის კიბერ მესაზღვრე ლიეტუვაში, უნგრეთსა და საბერძნეთში დაინერგება. პროექტის მიზანია ევროკავშირში შესვლა უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახადოს. სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა, რომელიც სიცრუის დეტექტორს და ანიმაციურ პოლიციელს აერთიანებს, პროექტ iBordedControl-ის ნაწილია.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)