|
2018-11-26 21:24:48, 1368 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანი არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფაა
„ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების თავისუფალ, სამართლიან, მშვიდ გარემოში უზრუნველყოფა.აქეთკენ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ყურადღება ხვალაც და არჩევნების დღესაც", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს. „მთლიანობაში გარემო ხედავთ რომ არის მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური გადაცდომები ,თუმცა მთლიანობაში ეს არ აისახება სურათზე. არჩევნების ჩატარება იქნება უზრუნველყოფილი სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ამას დავამტკიცებთ ჩვენ ,მათ შორის არჩევნების დღესაც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს აგრესიული გარემოს შექმნას. „ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამაზე საუბრობდა სააკაშვილი , ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები. იმედია, რომ მათ ეს განზრახვა ბოლომდე გონებაში არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უზრუნველყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რევოლუციური სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება. „რევოლუციური სცენარი და დესტაბილიზაცია საქართველოში ვერ განხორციელდება. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდონ ასეთ პროვოკაციებს. მთავარია არჩევნების სათანადოდ ჩატარება და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული საარჩევნო სუბიექტის ,თითოეული პარტიის ყურადღება” - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. დიპლომატებთან შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)