|
2018-11-26 14:57:03, 2158 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ
უკრაინა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უმაღლეს რადაში ირინა ლუცენკომ განაცხადა. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებამ აზოვის ზღვაში სიტუაციის სერიოზული დეესკალაცია გამოიწვია. მისივე შეფასებით, კრემლმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს. "მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვიეს, დაესხნენ თავს ჩვენს გემებს, რის შედეგადაც ჩვენი სამხედროები დაშავდნენ. ახლა გვჭირდება სრული კონსოლიდაცია საერთაშორისო ტანამეგობრობის. ჩვენ პოზიცია არის მკაფიო - ვიცავთ ჩვენ სუვერენიტეტს", - განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. თავის მხრივ, ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთსა და უკრაინას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. გაერო-მ საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ფაქტის და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)