|
2018-11-26 09:15:46, 1320 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: სრულად განახლებული ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სიცოცხლეს იძენს
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნეს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და ფონდი „ქართუს" მიერ 14,5 მლნ. ლარით დაფინანსდა. თეატრი 480 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მან თეატრის დასს თეატრის გახსნა მიულოცა და ბევრი წარმატებული პრემიერა უსურვა: „ბათუმის დრამატული თეატრი ჩვენი ქალაქის, ბათუმის კულტურის და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სიცოცხლეს იძენს, რადგან სრულად რეაბილიტირებულ თეატრში ვიმყოფებით. მჯერა, რომ ამ შენობაში მრავალი წარმატებული პრემიერა გაიმართება. ასევე მნიშვნელოვანია ის კონტრიბუცია, რომელიც ამ თეატრს ექნება ჩვენი ქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ქართული კულტურის ასეთი ურყევი მხარდაჭერისთვის" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შენობას უპრეცენდენტო სამუშაოები ჩაუტარდა. ისტორიულ შენობის უნიკალურ კედელს და ჭერის მხატვრობას ჩაუტარდა რესტავრირება და დაუბრინდა ავთენტურობა, ისევე როგორც უნიკალური ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. გარდა შენობის რესტავრაციისა, თეატრში დამონტაჟდა განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები, სცენის ახალი მექანიზმები და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიები. შესაძლებელი გახდა შენობაში არსებულ დიდ და მცირე სცენაზე პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართოს. ბათუმში თეატრალური ხელოვნება სათავეს მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. ბათუმის დრამატული თეატრი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დასით. დღევანდელ ღონისძიებას თეატრის მსახიობები, საზოგადოების წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)