|
2018-11-25 15:19:54, 1456 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება
თბილისში, პარლამენტის შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით აქცია იმართება. აქციაში მაჩალიკაშვილის მშობლები, ასევე შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე მონაწილეობენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. "ჩემს სიცოცხლეში არ ვიფიქრებდი 10 იანვარზე მძიმე დღე თუ დამიდგებოდა, მაგრამ გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა. არაფრის გამო ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არის დანაშაული, რომელიც მთელს სახელმწიფოს და ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს უჭირთ საუბარი იმიტომ, რომ ამათ მოკლეს ბავშვი თავსი მშობლების წინ, მძინარე. როგორც რამდენიმე დღის წინ,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. „25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე, მის პატივსაცემად ვმართავთ აქციას. ამასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ შევახსენებთ, რომ აქ ვართ და ყურადღება მოგვაქციონ. სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რაღაც საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ასევე, ჩემი შვილის მკვლელებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს." -განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ზაზა სალარიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)