|
2018-11-23 17:25:43, 1491 ნახვა
პოლიტიკა
შსს - ონში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრა, პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი
22 ნოემბერს, ონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა და კონფლიქტი ბრალდებულსა და დაჭრილ ნოდარ ბურდილაძეს შორის ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. „გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ონში მომხდარ ფაქტზე. ბრალდებულის დაკავება განხორციელდა დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით (მათ შორის თვითმხილველების ჩვენებებით), ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება კონფლიქტის დეტალების შესახებ ცალკეული პირების მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა კ.ი.-მ დანით ჭრილობა მიაყენა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ფიგურირებს ფაქტის შემსწრე, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)