|
2018-11-22 15:56:44, 1273 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული
„გიორგი გახარიას პარლამენტში მოსვლა არ უნდა, რადგან სხვა რამითაა დაკავებული - ეს სხვა რამეა ზუგდიდში საარჩევნო თემების მოგვარება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობა ნებისმიერ დროს მზად არის, შს მინისტრს შეხვდეს. „საპარლამენტო უმცირესობამ ევროპულმა საქართველომ დაიბარა გიორგი გახარია ფრაქციაზე. რათა მას პასუხი გაეცა მნიშვნელოვანი კითხვებისთვის, პირველ რიგში სარალიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გარდა ამისა ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დღეს ამ ქვეყანაში არის. დაწყებული მათ შორის იმ ძალადობით რომელიც ახალქალაქში მოხდა ისევე, როგორც სხვა დარღვევებით მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად დღეს ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ თითქოს პარლამენტში არ მოხდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც არის უბრალოდ არასწორი, იმიტომ, რომ საპარლამენტო უმცირესობა ამ წუთშიც მზად არის, რომ ბატონ გახარიას უმასპინძლოს, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია პასუხი როდის მოვა ის. მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის თავჯდომარემ საჯაროდ განაცხადა ბიუროს სხდომაზე, რომ ამ კვირაში მოვიდოდა, დამთავრდა კვირა და ეს არის ბოლო სამუშაო დღე კვირის და ჩვენ პასუხი გახარიასგან არა გვაქვს. ახლა იმაზე საუბარი, რომ ისინი მაინც მზად არიან და ნებისმიერ დროს არჩევნებამდე თუ არჩევნების მერე მოვლენ ეს არის როგორც იტყვიან „გრამაფონში გასროლილი უბრალოდ ფრაზაა“ იმიტომ რომ არ მოდიან ფაქტია და გასაგებია, რომ მათ არ უნდათ პასუხი გასცენ ამ ლეგიტიმურ მწვავე კითხვებს იმიტომ რომ ახლა ბატონი გახარია დაკავებული არის სხვა რაღაცებით. დაკავებული არის ზუგდიდში საარჩევნო საქმიანობით რომელიც დიდი ალბათობით არის უკანონო. იმის გამო რომ ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაში არის ახლა ცდილობს, რომ ამ თავისი გავლენით მათ შორის კრიმინალებთან მუშაობით და სხვა გავლენა მოახდინოს მეორე ტურზე და ამის გამო არ მოდი ის და არ აპირებს რომ გასცეს პასუხი ძალიან ლეგიტიმურ და მწვავე კითხვებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)