|
2018-11-22 13:36:12, 1947 ნახვა
ეკონომიკა
პირველად საქართველოში „საქართველოს ბანკი“ JCB-ი ბარათების მფლობელებს მოემსახურება
მთელი „საქართველოს ბანკმა“, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბით, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში JCB-ს ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. JCB წარმოადგენს იაპონიაში დაფუძნებულ ერთადერთ მსხვილ საერთაშორისო საგადახდო ბრენდს, რომლის ბარათებიც 190 ქვეყანაში გამოიყენება. 117 მილიონი ადამიანი, რომელიც ფლობს JCB-ის ქსელში ჩართულ ბარათებს, წარმატებით ახორციელებენ ტრანზაქციებს 30 მილიონამდე ასოცირებულ მერჩანტთან, მსოფლიოს მასშტაბით. „საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ არის პირველი ბანკი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც JCB ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. 117 მილიონს ადამიანს ვინც ფლობს JCB-ის ბარათებს, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ საქართველოს ბანკის გადახდის ტერმინალებით და ბანკომატებით. საქართველო აზიური ქვეყნებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა და ვფიქრობ, საქართველოს ბანკის საგადამხდელო სისტემაში JCB ბარათების მიღება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ბანკთან წარმატებით შედგა. როდესაც ჩვენი კომპანია განიხილავდა რეგიონში საკუთარი ბიზნეს აქტივობების გაფართოების საკითხს, არჩევანი შევაჩერეთ საქართველოს ბანკზე, რადგან ის გამოირჩევა საიმედო და სტაბილური რეპუტაციით, მუდმივი ინოვაციით. ბანკის მიზნები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან - მომხმარებელს შევთავაზოთ საიმედო და თანამედროვე სერვისები. გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და შესაძლებლობებს მივცემთ JCB ბარათების მფლობელებს“,- განაცხადა JCB–ის გენერალურმა დირექტორმა, ტაკაში სუეცუგუმ.
(R)
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)