|
2018-11-21 16:28:54, 1160 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი
„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, თავიდანვე ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი ოფიციალურ შედეგებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვა დაუსვეს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის თემაზე მას მკაცრი საუბარი ჰქონდა გუნდში, 14 პროცენტი სხვაობა სირცხვილია და ამას კვლევა აღარ ჰქვია. „მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ გამიხარდა შედეგები და აქვე აღვნიშნე, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. მეორე ტურშიც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია და ყველამ ვიცით, ცდომილება არსებობს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ბიძინა საუბრობდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მე ამის შეფასებაში არ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეს არ იქნება სწორი".
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)