|
2018-11-21 15:45:11, 1541 ნახვა
პოლიტიკა
ნატალია საბანაძე: ევროკომისრებთან ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით წარსდგება
ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ნატალი საბანაძის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობის წევრები ევროკომისრებთან თემატურ შეხვედრებს სამ ჯგუფად გამართავენ და კონკრეტულ წინადადებებს წარადგენენ. „საუბარი იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე, ე.წ. კლასტერზე. პირველი მიმართულება არის ყველაზე ფართო, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობას. ამ კუთხით არის კონკრეტული წინადადებები. გამოყოფილია ის მიმართულებები, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მოხდეს ექსპორტის წახალისება ევროკავშირის ბაზარზე, ინვესტიციის წახალისება, სატრანსპორტო კავშირების გაბმა. მეორე მიმართულება არის განათლება, მეცნიერება და კულტურა. აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ უკეთესი პირობები იყოს, მაგალითად, Horizon-ის პროგრამაში ჩართულობის კუთხით; წახალისებული იყოს სამეცნიერო გაცვლა. განხილული იქნება ზოგადად საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანის საკითხი. მესამე მიმართულება იქნება კონცენტრირებული უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იქნება Eurojust-ში (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) გაერთიანებაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე", - აცხადებს ნატალი საბანაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში, იმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)