|
2018-11-20 22:39:43, 1330 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად რომ ვთქვა ნაწყენია, თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს
„როგორც ჩანს და ჩემზე კარგად კიდევ ხალხი ხედავდა, ესეც აჩვენა პირველმა ტურმა და არჩევნებმა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად რომ ვთქვა ნაწყენია. თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებსა და გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები ჩანდა, რომ გუნდურობა დაიკარგა. ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი. „ჩართულობა გუნდის წევრებისა იყო ძალიან დაბალი. იგივე ხდებოდა ზუსტად რეგიონებშიც. სანამ მეორე ტური დადგებოდა, პირველი ტურის შემდგომ უფრო სწორად, მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა ყველა მუნიციპალიტეტთან, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეები, შტაბების უფროსების, სამწუხაროდ რასაც ვხედავდი იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, რაც იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთერთობა, უფრო სწორად არ იყო კარგი, ისეთივე დამოკიდებულება იკვეთება ბევრ რეგიონში. პრობლემაა მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის ურთიერთობაზე . ნაცვლად იმისა, რომ ის პრობლემები, რომლებიც უხვადა გვაქვს ჩვენ და უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდს , მხარი მხარს შეუდგან და ამ შემთხვევაშიც კი რთულია პრობლემის დაძლევა, დაეხმარონ ერთმანეთს და მაქსიმალურად შეუმსუბუქონ ხალხს ის გაჭირვება რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ამას არც ვმალავდით, დღესაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ეკონომიკა გვაქვს,როგორიც გვაქვს. ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ჩვენ ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს იმისა, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, რომ ეს მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ყოფა შეუმსუბუქოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, რა თქმა უნდა იყო პრობლემები. „მე დავინახე, შეიძლება ცოტაც დავაგვიანე , მაგრამ ხალხის რეაქციას თუ ვნახავთ, ხალხი არის აშკარად განაწყენებული. აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის. გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამას მრავალგვარი მიზეზები აქვს, მე ყველას არ ჩამოვთვლი. ერთ-ერთზე გეტყვით, რომ გუნდი რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს,როგორც წესი, თვითდაჯერებულობა ემატება, ერთ-ერთზე გავაკეთებდი მე მახვილს, რომ ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა და როგორც ხდებოდა ურთერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუგინდ ის,რომ პირველ ტურში შედეგებს, რასაც ველოდებოდით და რაც თქვენს კითხვაშიც ჩანს,
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)