|
2018-11-20 15:25:07, 1337 ნახვა
პოლიტიკა
გია აბაშიძე - არჩევნების ლეგიტიმაციაზე მითითება მეორე ტურამდე, პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას წააგავს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ამომრჩეველზე ზეწოლის უპრეცედენტო და შემაშფოთებელ მასშტაბებზეა საუბარი და აცხადებს, რომ შესაძლოა, დარვევებსა და ხარვეზებს აქვს ადგილი სხვადასხვა რაიონში, ცალკეულ უბანზე, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ამის ასე ექსტრაპოლირება და არჩევნების ლეგიტიმაციაზე მითითება გადაჭარბებულია და მეორე ტურამდე პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას წააგავს. აბაშიძის თქმით, ორგანიზაციის ბოლოდროინდელი ანგარიშების შინაარსობრივ ფორმაზე რამდენიმე შეკითხვა ჩნდება: „საინტერესოა, ხომ არ გასცდნენ ისინი მიუკერძოებელი დამკვირვებლის ფარგლებს ვარაუდის დონეზე არსებული ვითარების აღსაწერად?- კარგად გადამოწმებული ფაქტები და მათი მიწოდება კომპეტენტური სტრუქტურებისათვის სამართლიანი და დროული გამოძიების მოთხოვნით, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადი და ჰიპერბოლური ალარმიზაცია“, - აცხადებს აბაშიძე. მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს დარღვევების მსგავს ფაქტებზე და ყველას მოუწოდებს სამართალდამცველებს კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ. „არ მინდა ამ ჭრილში განვიხილო ISFED-ის ანგარიშები, მაგრამ რატომღაც გამახსენდა ახლახანს გავრცელებული ამბავი. „რუსთავი2“-ის გადაცემა P.S.-მა გვაუწყა, რომ თურმე ბიზნესმენზე ძალადობდნენ პროკურორები. შემდეგ გაირკვა, რომ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა და სულ სხვა ყოფით შემთხვევას შეეხებოდა.“ - განაცხადა გია აბაშიძემ რომლის თქმითაც, მსგავსი რამ, ოღონდ მტკიცებით ფორმაში გვესმოდა ოპოზიციისგან არჩევნების პირველ ტურამდე, თუმცა 29 ოქტომბერს და შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, სულ სხვა სურათი წარმოაჩინეს და აღნიშნეს, რომ ამ არჩევნებმა „პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ“ ჩაიარა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რასაც ხაზგასმით ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიგნებებში, არ აისახება ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობოს ანგარიშში, როდესაც გვესმის „რუსთავი2“-ს ხელმძღვანელისა და მისი მიმდევრების საჯარო განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა დასჯაზე და ამომრჩეველთა ამ სეგმენტის ბულინგზე.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)