|
2018-11-20 13:05:19, 1538 ნახვა
პოლიტიკა
ზოდელავა - „ოცნებამ“ საარჩევნო პროცესში ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო
"ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, საარჩევნო პროცესში "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო. როგორც ზოდელავამ აღნიშნა, კრიმინალური ავტორიტეტები მოსახლეობაში დადიან და აფრთხილებენ, რომ ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცენ. მისივე თქმით, კრიმინალები საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით ჩაერთნენ და მათ პოლიციის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიიღეს. „ცხაკაია არის ზუგდიდში მაყურებელი და არის ვინმე მანჩო ქარჩავა, რომელიც არის ხობის მაყურებელი. ეს ორი ადამიანი გააქტიურდნენ და გაააქტიურეს ისინი უშუალოდ გახარიას დავალებით. აი, აქ არის კაკავა, ეს არის გახარიას მიერ დანიშნული სუბიექტი, რომელიც ცხოვრობს, გადმოცხოვრდა სამეგრელოში და ყველა ეს ბანდიტები, ქურდები, მომპარავები და მაყურებლები, რომელთა მობილიზიბაც მოახდინეს. ზუგდიდის მაყურებელს სპეციალურად დაუბურეს თავისი რენჯროვერის ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება სპეციალური ნებართვით დაუბურეს მას შუშები, და არიგებს ფულს, ვიღაცეებს აშინებს. არცერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ, არცერთი ნორმალური, კანონმორჩილი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ და არცერთი პოლიციელი არ არის თქვენი მომხრე, პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ ეყრდნობით აქ მომპარავებს და მაყურებლებს“, - განაცხადა ზოდელავამ და დასძინა, რომ ფაქტის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც აცნობებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)