|
2018-11-15 19:29:49, 1636 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა
სტრასბურგში, ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ პირველი ანგარიში დაამტკიცა. ევროპარლამენტი მიესალმება მდგრად რეფორმებსა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია რეგიონში. ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ და უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, საჯარო დაწესებულებებში ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ. ევროპარლამენტი მიესალმება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, სასამართლო რეფორმას, მედია გარემოს გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლას და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით გამოწვევების დასაძლევად კიდევ არის მუშაობა გასაგრძელებელი. დოკუმენტში ხაზგასმულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ამასთანავე, ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაზე. საგულისხმოა, რომ ამ ანგარიშით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს კიდევ უფრო გაზარდოს ფინანსური დახმარება საქართველოსადმი. სატრანსპორტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ენერგეტიკული გარემოს გაძლიერება, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ევროკავშირი განაგრძობს იმ პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც განვითარებული ეკონომიკისა და ბიზნეს გარემოს შესაბამისი შრომის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. განხილული ანგარიშით ევროპარლამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობას ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერას და სამომავლო პერსპექტივების გაფართოების შესაძლებლობას წარმოადგენს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)