07:20 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 13:08:32, 1572 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად უკეთესი იყო არჩევნები შაბათ-კვირას დანიშნულიყო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოქალაქეებს საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებოდათ თუ არჩევნები შაბათ-კვირას ჩაინიშნებოდა.

ომბუდსმენის განმარტებით, განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომლებიც ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობენ.

„არჩევნების დანიშვნა ყოველთვის ნამდვილად უმჯობესი არის შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან.  რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად,  თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნაში არსებობს ასევე საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს  უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ  იქ სადაც ისინი არიან რეგისტრირებული რის საშუალებაც  სწორედ შაბათ-კვირას უფრო არის ვიდრე ერთი დღის განმავლობაში თუნდაც ეს ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ. ამიტომ უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით რა თქმა უნდა უკეთესი იყო და მე რამდენადაც ვიცი კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics