|
2018-11-14 16:04:40, 1458 ნახვა
პოლიტიკა
გია აბაშიძე: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო
ცესკო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით კანონიდან გამომდინარე შეზღუდული არ რის და არც რაიმე თაღლითობასთან გვაქვს საქმე, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს. მისი თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო. „საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. უპრეცენდენტო ისაა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება გახდა. რაც შეეხება პირველ ტურს, კოდექსის ჩანაწერის მიხედვით “არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა) / რეფერენდუმი / პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს “ და ” არჩევნების დღე უქმად ცხადდება”. - განაცხადა გია აბაშიძემ. რაც შეეხება საქართველოს უახლეს ისტორიას, გია აბაშიძის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ორშაბათს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. მანამდე, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ოთხშაბათს, 21 მაისს. ორი წლით ადრე კი, 2006 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს. 2013 წელს, კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები ხუთშაბათს, 31 ოქტომბერს დანიშნა და თარიღი მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც იურისტები კანონის დარღვევაზე ალაპარაკდნენ, რადგან არ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დანიშვნა სამუშაო დღეს. გია აბაშიძე აქვე საერთაშორისო პრაქტიკაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს სახვადასხვა პრეცედენტები დასავლეთშიც, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ინიშნება. „სულ ახლახანს ვნახეთ, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნები გაიმართა სამშაბათს, 6 ნოემბერს. ზოგადად, ამერიკაში ტრადიციაა არჩევნების ჩატარება სამშაბათობით, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების. უქმე დღე, როგორც ასეთი, ქვეყნის მასშტაბით არ ცხადდება. გააჩნია შტატს და ადგილობრივ კანონმდებლობას. მათ მეზობელ კანადაში არჩევნები ტარდება ორშაბათობით. დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათობით და ა.შ. საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვაგვარია და ემყარება იქ არსებულ ტრადიციებს. ჩვენთან კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ხდება იმ მოცემულობით რაც დადგა - პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.“ - განაცხადა გია აბაშიძემ. მისივე თქმით, მსგავსი პრეტენზიები გვესმოდა პირველ ტურამდე, როგორც "გაერთიანებული ოპოზიციისგან", ასევე მათი სატელიტი პოლიტიკოსებისგანაც. „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, უცხოელმა დიპლომატებმა მკაფიოდ და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე. ასე რომ, პრეტენზიები, ჩემი აზრით, პრეტენზიებადვე დარჩება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნები კი სულ სხვა, რეალური ვითარების ამსახველ ანგარიშს დადებს“,- აღნიშნა გია აბაშიძემ
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)