|
2018-11-13 18:32:03, 1741 ნახვა
კომენტარი
კახიძე მაჭავარიანს პენსიების ზრდაზე: ივანიშვილმა მოიტყუა თუ თქვენ არ ემორჩილებით მის მოწოდებას?
„ივანიშვილმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, თუ თქვენ არ ემორჩილებით თქვენი პარტიის თავჯდომარის ამ მიმართვას?“, - ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს პარლამენტის საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. როგორც კახიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დააანონსა და ამ ინიციატივაში ახალი არაფერია. „ჩემი კითხვა ეხება თქვენი პარტიის თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება, ანუ სულ ერთი კვირის წინანდელი გამოსვლაა. ციტატა: „პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები რადიკალურად უნდა გადაიხედოს“. თქვენ წარმოდგენილ ბიუჯეტში, სადაც გვთავაზობთ 20 ლარიან ზრდას პენსიის, ეს უკვე გათვალისწინებული იყო შარშან, ანუ თქვენი წინამორბედი, ბატონი ქუმსიშვილი, როცა აქ ბრძანდებოდა, მან განაცხადა, რომ 20 ლარით გაიზრდებოდა 2019-ში და კიდევ 20 ლარით 2020-ში. ეს არ არის არც სიახლე, არც რადიკალური გადახედვა. ანუ ბატონმა ბიძინამ მოიტყუა, როცა თქვა, რომ რადიკალურად გადაიხედებოდა პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები, თუ თქვენ არ ემორჩილებით თქვენი პარტიის თავჯდომარის ამ მიმართვას და თქვენი ბიუჯეტი არის აცდენილი მის მოწოდებასთან?“, - მიმართა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)