08:23 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 16:47:36, 1362 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ჰააგის სასამრთლოში საქართველო-რუსეთის საქმეს გამოეხმაურა. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხსენებულ საქმეზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდნენ. 

"ქართულ ოცნებაში" დიდი კონკურენციაა იმის თაობაზე, ვისი პოლიტიკური ბრალი უფრო დიდია იმ ზიანში, რომელიც საქართველოს ბევრი მიმართულებით მიადგა. ჰააგის მეორე სასამართლოში რაც მოხდა, უკვე შემდგარი ზიანია, როცა მათ დევნილების დაბრუნების საკითხზე დავა არ განაგრძეს. ეს უკვე მომხდარი ამბავია. საზოგადოებას არათუ ლეგიტიმური საფუძველი აქვს, ზელეგიტიმური საფუძველი აქვს იმის, რომ ეჭვები და შიში ჰქონდეს იმის თაობაზე, როგორ იქცევა ეს მთავრობა, რომლის პოლიტიკური პოზიციები საკითხზე ცნობილია, რადგან მათი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები საქართველოს ინტერესებისთვის დამანგრეველია. მინისტრების დაბარების მოთხოვნას ისტერიკით და ცხრა წელზე საუბრით ხვდებიან. საუბრობენ იმაზე, რომ ყველაფერი წარსულის ბრალია და არა ხელისუფლების. იმ ანატომიაში გარკვევა არ მჭირდება, სად არის ზღვარი ღალატს, სიძულვილსა და სასარგებლო იდიოტიზმს შორის, რადგან შედეგი დამანგრეველია და მინისტრებს უნდა მოვუსმინოთ, რათა საზოგადოებას ეჭვები გაუფანტონ, თუ ეს შეუძლიათ”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics