|
2018-11-12 15:02:29, 1335 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიონსს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აშშ-სთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო აშშ-ს მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო აეროდრომის მშენებლობის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტი იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო სწავლებებისთვის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად. აღინიშნა, რომ სამხედრო აეროდრომის მშენებლობა სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები, რაც რეგიონის სტაბილურობის გარანტი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი დორონ ბარდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯეფრი ჰარტმანი და მრჩეველი ელიზაბეტ ზენტოსი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)