|
2018-11-08 17:57:14, 1838 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი ლარის კურსზე - ეს გამოწვეულია უპასუხისმგებლო განცხადებებით, ძირითადად ოპოზიციის მხრიდან
„ამ ეტაპზე რაც ხდება ლართან დაკავშირებით, 100%-ით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოთი, რაც დღეს არის შექმნილი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფინანსთა მინისტრი უარყოფს ოპონენტების ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებასთან მთავრობას ან ეროვნულ ბანკს აქვს კავშირი. „გამოწვეულია იმ რიტორიკით, იმ დაძაბულობით, იმ უპასუხისმგებლო განცხადებებითა და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით ძირითადად ოპოზიციის მხრიდან, რასაც აჟღერებენ. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი, აბსოლუტურად არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს, როგორც ხედავთ. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ მთვარობის უგუნური პოლიტიკის გამო უფასურდება ლარი, ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)