|
2018-11-08 14:07:18, 1674 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: არავითარი მომავალი არ არსებობს ვაშაძის მხარეს, ზურაბიშვილის მხარეს კი, მომავლის პერსპექტივაა
„არავითარი მომავალი არ არსებობს გრიგოლ ვაშაძის მხარეს, სალომეს ზურაბიშვილის მხარეს კი არსებობს მომავლის პერსპექტივა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს გაცილებით მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს. „მე ვარ როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი წევრი და აქტიური მხარდამჭერი, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქეთ მხარეს ვართ უფრო ბევრი, ვიდრე ის 800 000 ადამიანი, რომელმაც პირველ ტურში ხმა მისცა ვაშაძე-ბაქრაძის სახით პოლიტიკურ ძალას. აქეთ ვართ მეტნი, ისინი, ვინც მომავლის პერსპექტივას ვუჭერთ მხარს. არავითარი მომავალი არ არსებობს ბატონი ვაშაძის მხარეს, ქალბატონი სალომეს მხარეს კი არსებობს მომავლის პერსპექტივა. ის არის ჩვენი ქვეყნის შვილი, რომელმაც საფრანგეთის დიპლომატიაში განვლო თავისი კარიერა, დაუბრუნდა სამშობლოს და შემოგვთავაზებს კარს მომავლისკენ. ჩვენ არ გვინდა წარსული, შესაბამისად, წარსულის მოწინააღმდეგეები ვართ უფრო ბევრნი, მე ასე მგონია. მიუხედავად ამისა, თუ ამომრჩეველი აღმოჩნდება რომ სხვა არჩევანს გააკეთებს და გაიმარჯვებს მეორე ძალა, რასაც მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, როგორც რიგითი მოქალაქე ამომრჩევლის უმრავლესობის აზრს დავემორჩილები“, - განაცხადა წულუკიანმა. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, მინისტრის თქმით, ცესკო-ს აქვს კანონით დადგენილი ვადები, თუ როდის უნდა დანიშნოს მეორე ტური. „ჩვენ ველოდებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას. მანამდე რაიმე ტიპის ვარაუდოებზე კომენტარი არასწორი იქნება. ცესკო-ს აქვს თავისი კანონით დადგენილი ვადები, თუ როდის უნდა ჩაატაროს მეორე ტური და ველოდებით ამ ფარგლებში რა თარიღს გამოაცხადებენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი მივიდეს ურნასთან და გამოჩდენს, სად არის ამომრჩევლის რეალური არჩევანი - წარსულში თუ მომავლის პერსპექტივის სადარაჯოზე“, - აღნიშნა წულუკიანმა. მან მცირე კომენტარი ჰელსინკში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეხვედრაზეც გააკეთა: „ბევრჯერ ითქვა, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებიაო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს ერთი და იგივე ძალაა. სხვათა შორის, ბატონმა ივანე მერაბიშვილმაც ბოლო ინტერვიუში დაადასტურა ის, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა სინამდვილეში ერთია. ამიტომ ამ შეხვედრიდან ვერაფერ ახალ დასკვნას ვერ ვაკეთებ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)