|
2018-11-08 12:18:33, 1541 ნახვა
პოლიტიკა
ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით. რეზოლუციის თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მკვეთრად არის გაუარესებული ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. სენატი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზს უსვამს აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას; სენატი მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას შეუერთდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს; რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოლიტიკის მნიშვნელობა და გამოთქმულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივისადმი -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". რეზოლუციაში ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემას. კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სენატი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით, ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია. სენატი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. ირლანდიის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარი უაღრესად მნიშვნელოვანი, პოზიტიური მოვლენაა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)