07:07 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 15:40:39, 1883 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ

მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ DW-სთან ინტერვიუში განაცხადა, მმართველი გუნდი ცდილობს ის რუსეთის აგენტად წარმოაჩინოს.

"არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვინაიდან ადამიანი, რომელიც თბილისში, 1958 წელს დაიბადა, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ძალიან ვამაყობ. მე მონაწილეობა მივიღე მოლაპარაკებებში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. ფანტასტიური სკოლა გავიარე. არ ვიცი, როგორი პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნია ზურაბისვილს. როდესაც მოსახლეობა მე საგარეო საქმეთა საუკეთესო მინისტრად მასახელებს, ამით ვამაყობ. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემს ბიოგრაფიაზე თამაშს, რომ თითქოსდა მე „კგბ“-ს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს. ჩემი ცხოვრების 5 წელი რუსეთთან ბრძოლას დავუთმე და ამაში საკმაოდ წარმატებული აღმოვჩნდი. რუსეთი ვენესუელასთან, სირიასთან და ნიკარაგუასთან სამარცხვინო კომპანიაში დავტოვე. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, როგორი რეაქცია ექნება კრემლს ჩემ გამარჯვებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics