|
2018-11-07 14:19:45, 1729 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: სააკაშვილი ჩემი მეგობარია - მას საქართველოში ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს
"მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ვაშაძის თქმით, ის ყოველთვის დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყო. პრეზიდენტობის კანდიდატმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში. "საქართველოში ყველამ იცის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. როდესაც მთავრობაში ვმუშაობდი, 2008-2012 წლამდე, მაშინაც დამოუკიდებელი ვიყავი. არ ვიყავი პარტიის წევრი და შესაბამის შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ის ჩემი მეგობარია. როგორც ყველა გონიერი მოქალაქე, მადლობელი ვარ, რომ საქართველო თანამედროვე ქვეყნად აქცია. მას უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს საქართველოში, ამიტომ უნდა დაუბრუნდეს ამ ქვეყნის მოქალაქეობა. თუ საგამოძიებო ორგანოებს მასთან კითხვები აქვთ, მაშინ მან, ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. თუ მას საქართველოში თავისი პოლიტიკური მომავლის შექმნა სურს, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მოსახლეობამ უნდა მიიღოს", - განაცხადა ვაშაძემ. კითხვაზე - თუ პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, დაუბრუნებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, ვაშაძემ დადებითად უპასუხა. "კი, დავუბრუნებ მოქალაქეობას, აგრეთვე მე მას შევიწყალებ. თუმცა მხოლოდ მის შეწყალებას არ ვაპირებ, ასევე შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს. შევიწყალებ იმ პატიმარ ქალებს, რომლებსაც განსაკუთრებული დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ამას ძალიან მალე გავაკეთებ, ალბათ თანამდებობის დაკავებიდან 2-3 თვეში. როგორც იურისტმა, მსურს რომ სამართალმა იზეიმოს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს აქ ცხოვრების უფლებას. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მისი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ვალია მივცეთ ამის შესაძლებლობა. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ თუ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეგობრობა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)