|
2018-11-07 11:33:13, 1285 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: 7 ნოემბერი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი გახდა
„7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 7 ნოემბერს, ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და მთელი ევროპის წინაშე რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება დაიწყო. „დღეს 7 ნოემბერია - დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ; შესულია ისტორიაში, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითიც. ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიის თუ ლობისტების საშუალებით, 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება მაქსიმალურად შეეფუთა, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე უცხოეთშიც დაინახეს”, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, ქვეყანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში შეიყვანოს. „7 ნოემბერი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი გახდა. პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული ჩვენ ყველანი, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასდროს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიულ თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ საზოგადოება დავყოთ პრივილეგირებულ ჯგუფებად - „იმისიანებად და ამისიანებად“. ეს არის ძალიან მძიმე და ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რა მოგვიტანა ქვეყანაში ამ მიდგომამ და დამოკიდებულებამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)