06:28 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 16:50:08, 1722 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მეორე ადგილზე გასულ გრიგოლ ვაშაძეს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში

„გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში და ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის პიარ კამპანია რუსულ სტილში წარიმართება.

„ბატონი სერგი ხშირად საუბრობს ხოლმე რუსულ რბილ ძალაზე, საფრთხეებზე და როდესაც მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს რუსი შკლიაროვი უწევს პიარკამპანიას რუსულ სტილში, მარტო მის წარმომავლობაში კი არ არის აქ საქმე, საქმე არის იმაში, რომ „რუსთავი 2"-ს რომ უყურებ, არანაირი განსხვავება არ არის „რტრ"-თან და „ორტ"-სთან და რომ უყურებ სოც-ქსელებს, იმ ბინძურ კამპანიას და ნიაღვარს, რომელიც მოედინება ყოველდღიურ რეჟიმში სოც-ქსელებიდან, ესეც არის რუსული სტილი. რატომ ვერ ხედავთ თქვენ აქ რუსული რბილი ძალის პრობლემას და რუსული პროპაგანდის საფრთხეს. მგონი აქ დღესავით ნათელია ყველაფერი, რასთანაც გვაქვს საქმე, თუმცა, როგორც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, ვაშაძე და რუსეთი საქართველოში ვერ დაბრუნდებიან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics