|
2018-11-05 12:40:36, 1303 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი
„ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მეორე ტურში მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. „მომავალში მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, სადაც მოსახლეობამ თავისი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი. ვფიქრობ, არ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ქვეყანაში ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომავალი. ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაიზიარებს, თუმცა ვნახავთ, ეს არის არჩევნებზე ამომრჩევლების გადასაწყვეტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რით ვპასუხობთ მოსახლეობის უკმაყოფილებასა და იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ ეტაპზე ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რა იყო წარსულში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)