|
2018-11-02 13:55:17, 990 ნახვა
კომენტარი
გახარია: კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს - საკითხი დახურულია
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კანაფის სამედიცინო მიზნით წარმოების შესახებ კანონპროექტზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტიდან გაიწვიოს. გახარიას განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტიდან და საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, კანონის ირგვლივ ამ ეტაპზე კონსესუსის მიღწევა შეუძლებელია. „ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც უსაფრთხოების, ისე მოხმარების რეგულირების ნაწილში. ვიმსჯელეთ ასევე, საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილზე, ეს გახლდათ კულტივაციის თემა სამედიცინო მიზნებისთვის. რა თქმა უნდა კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დაედო ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი და ძალზედ დიდი ფაქტორია კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსის მიღწევა. ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე - მათ შორის არჩევნების, ამ ეტაპზე შეუძლებელია და იმ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, როგორც ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, პარტიაში იყო გუნდის შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა, იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის თემა. რა თქმა უნდა ეს იყო საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციაც და ჩვენ დავთანხმდით, რომ კანონპროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხი დახურულია. რა თქმა უნდა, არ უნდა იშფოთოთ, კანონპროექტს გამოსაწვევი იურიდიული პოზიციიდან არაფერი არ სჭირდა. მოგეხსენებათ, რომ ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანია და მისი საქმეა სწორედ საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე - მათ შორის საარჩევნო, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე. საუბარი, როგორც სხვადასხვა ოფციებზე ამ კანონმდებლობის დახვეწაზე, მის გაწვევაზე და კიდევ სხვა ბევრ ოფციაზე მიმდინარეობდა მსჯელობა ბოლო თვეების განმავლობაში. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს გაწვეული, მთავრობა მიიღებს უახლოეს დღეებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)