|
2018-11-01 14:05:32, 1332 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული მარში“ ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის „ოცნებას“ პირობებს უყენებს
„თუ პარლამენტიდან მოხდება მარიხუანას კულტივაცის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს“, - ამის შესახებ ნეოფაშისტური ჯგუფის, „ქართული მარშის“ წევრმა სანდრო ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრეგაძემ თუ მმართველი ძალა გადადგამს აღნიშნულ ნაბიჯს და შეასრულებს ორ მთავარ პირობას, აქტიურად ჩაერთვებიან საარჩევნო კამპანიაში. ამასთან, ხელისუფლებას მოუწოდებენ პასუხი ორშაბათამდე გასცენ. „მოგესხნებათ, რომ „ქართულმა მარშმა“ არჩევნების პირველ ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და ჩვენი და ჩვენი მომხრეების ხმები არ ყოფილა პირველი ტურის დროს. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების მეორე ტური დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. არსებობს იმის საფრთხე, რომ ქვეყანა მოექცეს ძალადობის მორევში და პროცესები წავიდეს ძალადობრივი გზით. ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაციები. გვაქვს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის. გადავწყვიტეთ, მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტის რეჟიმი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში. ჩვენ, პირველ რიგში, ვსაზღვრავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია, მაგრამ ასევე გვინდა ხელისუფლება გავაფრთხილოთ, თუკი მათი მხრიდან გადაცდომები და ძალადობა იქნება, ასევე „ქართული ოცნების“ ეს ქმედებებიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას, ამიტომ ჩვენ მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუ გსურთ, არჩევნების მეორე ტურში ეროვნული ძალების, „ქართული მარშისა“ და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა მიიღოთ თქვენმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორი ჩვენი მოთხოვნა შეასრულოს. პირველი - სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანას კულტივაციის კანონი და მეორე, 37 პროცენტიანი ხელისუფლება არ შეიძლება ერთპიროვნულად მართავდეს ქვეყანას და მითუმტეს არ შეიძლება მას ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ამისათვის კი აუცილებელია, რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. თუ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ არ აპირებს არც მარიხუანის კულტივირების კანონის გაწვევას და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მაშინ ჩვენი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილისადმი იქნება გამორიცხული, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნებს შეასრულებს და გამოაცხადებს მეორე ტურამდე, ჩვენ მზად ვართ გადავაბიჯოთ გარკვეულ პრინციპებს და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს“, - გაანცხადა სანდრო ბრეგაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)