|
2018-10-31 15:44:02, 1425 ნახვა
პოლიტიკა
„გამოაცხადონ თვითდაშლა“ - ნათელაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს
„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეიკრიბონ ეს მილიონებით სავსე, „გაბრიზგული სახლის მქონე“ დეპუტატები საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათელაშვილმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაიწყო და ახლა ის საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. „მე ვარ უაღრესად ბედნიერი ადამიანი, რომ ათეულათასობით ჩვენმა მოქალაქემ, მილიონების წვიმაში, მოგვცა თავისი უანგარო ხმა. 60 ათასი ხმა, რომელიც დავიჭირეთ და კიდევ უამრავი ხმა მიითვალეს უბნებზე არის საქართველოს ოქროს ფონდი და ამaთი გამარავლება, ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია. აღმაშენებელს 30 ათასზე მეტი მხედარი არ ჰყოლია დიდგორში, ხოლო ჩინგიზ ხანმა მსოფლიოს დაპყრობა დაიწყო 50 ათასი ჯარისკაცით. ასე, რომ ჩვენ მათთან შედარებით ბევრნი ვართ და კიდევ უფრო გავმრავლდებით. დღეს არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტი დაიწყო. ხალხი თვითონ შეუდგა ივანიშვილის კორუმპირებული ძირგამომპალი ნარკო-რეჟიმის შეცვლას. მთავარია ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით და ეს იქნება უვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა. ხალხმა განაჩენი გამოუტანა რეჟიმს ძარცვისთვის, ტყუილებისთვის, გლეჯისთვის, საყდრისისთვის, მარიხუანას დათესვისათვის, სარალიძისთვის, მაჩალიკაშვილისთვის. ეს არის ისტორიული განაჩენი ჩვენი ხალხისა. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონს მოეგოს და გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შეიკრიბოს ეს მილიონებით სავსე, გაბრიზგული სახლის მქონე დეპუტატები საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)