|
2018-10-30 12:09:28, 2586 ნახვა
მსოფლიო
„იმედი მაქვს თეთრ სახლს დემოკრატი დაიკავებს“ - კლინტონმა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. როგორც კლინტონმა განაცხადა, ის ძალღონეს არ დაიშურებს, რომ 2021 წელს თეთრი სახლი დემოკრატმა პრეზიდენტმა დაიკავოს. „სურვილი მაქვს პრეზიდენტი ვიყო. ვფიქრობ, რომ დიდი შრომა გვაქვს გასაწევი ამისთვის. იმედი მაქვს, რომ 2021 წლის იანვარში ოვალურ კაბინეტს დემოკრატი პრეზიდენტი დაიკავებს“, - განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობას დემოკრტიული პარტიის კანდიდატი ჰილარი კლინტონი და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დონალდ ტრამპი იღებდნენ. ტრამპმა კლინტონი ამომრჩეველთა 304 ხმით 227-ის წინააღმდეგ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარებამდე მედია და ექსპერტები ჰილარი კლინტონის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)