|
2018-10-25 20:11:03, 2675 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას, რომელსაც მაღალი უკუგება მოაქვს
„ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას, რომელსაც მაღალი უკუგება მოაქვს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ახალი ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტი ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. „დღეს, როგორც წესი, განათლებასა და ჯანდაცვაზე დახარჯული ფული ითვლება მიმდინარე ხარჯებად და საუბარია, რომ ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები უნდა გაკონტროლდეს და ჰქონდეს შემცირების ტენდენცია, რაც სწორია. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანურ კაპიტალსაც შევხედოთ როგორც ინვესტიციას და არა როგორც მიმდინარე ხარჯს, რადგან განათლებაში ჩადებული ინვესტიციაც ბევრად მაღალი უკუგებით შეიძლება ხასიათდებოდეს, ვიდრე თუნდაც ინფრასტრუქტურაში დახარჯული თანხა", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, განათლების რეფორმა ამ მიმართულებით მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა, პროფესიული განათლება, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა მოდელს. „საუბარია, არა მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებზე, არამედ ბიზნესთან მიბმულ ე.წ. სახელოსნოებზე, სადაც დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება გადამზადება და ცოდნის მიღება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან, ასევე, ისაუბრა ინდონეზიაში, სართაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსოფლიო ბანკისა და სართაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსოფლიო ბანკის მესამე ყოველწლიური სამიტი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ".
(NS)
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)