16:17 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 18:38:50, 2769 ნახვა

ეკონომიკა
„ევროპული საქართველო“ - სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის მეორე ტური გარდაუვალია

მოძრაობა „ევროპული საქართველო“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით კომპანია "ბი-სი-ჯი კვლევამ" ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ამომრჩეველთა უმეტესობა (69%) 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

„საპრეზიდენტო ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა  სალომე ზურაბაშვილი-16%, დავით ბაქრაძე-14,4%, გრიგოლ ვაშაძე-12,8%, შალვა ნათელაშვილი-4%, სხვა კანდიდატები-3,8%, გადავხაზავ ყველას-8,1%, უარი პასუხზე-6,1% და ჯერ არ გადამიწყვეტია/არ ვიცი-34,8%.

უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით შემდეგი ჩანს, რომ ჩატარდება მეორე ტური. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა სალომე ზურაბაშვილი-33,1%, დავით ბაქრაძე-30,6%, გრიგოლ ვაშაძე-27,1%, შალვა ნათელაშვილი-4,1%, სხვა კანდიდატები-5,1%.

ანალიტიკური გადანაწილება მოხდა 20-ზე მეტი დამატებითი კითხვის მეშვეობით, მათ შორის რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის არასწორე მიმართულებით განვითარებაში, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი მოლოდინები, სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების შეფასება, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, მეორე არჩევანი, ვის არ მისცემდნენ არასოდეს ხმას, მეორე ტურში გაკეთებული არჩევანი, ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორი.

მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი - დავით ბაქრაძე-42,0%, სალომე ზურაბაშვილი-25,9%, არცერთი-14,4%, არ ვიცი/უარი პასუხზე-17,7%.

გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე-39,3%, სალომე ზურაბაშვილი-27,2%, არცერთი-14,5%, არ ვიცი/უარი პასუხზე-19,0%.

დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე - დავით ბაქრაძე - 29,1%, გრიგოლ ვაშაძე- 25,2%,  არცერთი-22,9%, არ ვიცი/უარი პასუხზე-22,8%“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20-24 ოქტომბერს. შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1508 ამომრჩეველი. კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა - 95%-ს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics