|
2018-10-25 17:35:11, 1182 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას
სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი საბანკო რეგულაციების შეფასებისას განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 1-ლი ნოემბრიდან დაგეგმილი რეგულაციები, გათვლილია ფიზიკურ პირებზე, მათ შორის, მცირე მეწარმეებზე, რადგან სწორედ ეს ჯგუფები არიან მოწყვლადი, როგორც სავალუტო კურსის, ისე საბანკო კრედიტების მომსახურების მიმართ. „ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ეკონომიკურ კრიზისს, თუ არ ჩავთვლით ომს ან პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის სათავეშიც არ იყო ჭარბვალიანობა. ეკონომიკური კრიზისი, თავისი შინაარსით, არის სწორედ კრედიტის, ვალის კრიზისი. ჩვენთან დაკრედიტების ტემპი სწრაფად იზრდებოდა. მართალია, ჯერ არ იყო იმ დონეზე მისული, მაგრამ ანალიზი აჩვენებდა, რომ მივდიოდით ამ კრიზისისკენ. დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, იყოს ღია დისკუსია როგორი შეიძლება იყოს ამ შეზღუდვების კოეფიციენტები თუ სხვა პარამეტრები, რამდენად ადეკვატურია ეს რეგულაციები, მაგრამ აბსოლუტური და იდეალური პასუხი შეიძლება ვერ მივიღოთ. ამ ეტაპზე, ჩანს, რომ შეზღუდვები ოპტიმალურია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, შესაძლებელია, მოკლე ვადაში რეგულაციებმა შეანელოს ეკონომიკური აქტივობა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას. „ჩვენი მთავრობის მახასიათებელია, რომ მთელი რიგი ნაბიჯები და რეფორმები, არ არის გათვლილი მოკლევადიან შედეგზე. ეს ნაბიჯი სამომავლოდ, ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას. ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მიდგომა. ამავდროულად, გამოთავისუფლებული თანხები, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელით მიემართებოდა ფიზიკურ პირებზე, მცირე მეწარმეებზე, გადამისამართდება ისეთი ბიზნესპროექტების დაფინანსებაზე, რომელსაც უკუგება და პოტენციური ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი ექნება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ რეგულაციებმა დადებითი როლი უნდა ითამაშოს, რადგან რისკები უკვე იქნება დაბალანსებული", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, დღეს არც ერთ ინსტიტუციას - როგორც მთავრობას ისე ეროვნულ ბანკს, არ აკლია მოქნილობა და შესაძლებელია, დისკუსიების შედეგად, თუ საჭირო გახდა, გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)