|
2018-10-25 13:11:34, 3961 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ძალებს არ დავიშურებთ, რათა დადგინეს ვინ გაუგზავნა ასაფეთქებელი მოწყობილობა ობამას, კლინტონს და სოროსს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე გამოძიება ფედერალურ დონეზეა დაწყებული. შესაბამისი განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელის აღნიშნულ საკითხს ეძღვნებოდა. ბრიფინგს ასევე, იუსტიციის მინისტრი, გამოძიების ფედერალური ბიუროს და საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. დონალდ ტრამპმა ამერიკის მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა. "ამერიკელი ხალხის უსაფრთხო ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. გავმართე შეხვედრა ყველა შესაბამისი უწყების წარმოამადგენელთან, რათა განხილულიყო ამ დღეებში ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნა ყოფილ და მოქმედ მაღალი რანგის პირებთან. გადავწყვიტე, რომ გამოძიება ფედერალურ დონეზე დაწყებულიყო. ამანათებს უმაღლესი რანგის ექსპერტები ამოწმებენ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ საზარელი აქტის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მივცეთ. ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ. ასეთ დროს მკაფიო მესიჯი უნდა გავუგზავნოთ ყველას, რომ მუქარისა და პოლიტიკური ძალადობის აქტების ადგილი აშშ-ში არ არის", - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. ცნობისთვის, უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები კლინტონების სახლში, CNN-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან გააგზავნეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთანაც იპოვეს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)